საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

პოლარისი
16 თებერვლიდან 5 მარტამდე 42 ქვეყნის სპორტსმენებს მივიღებთ. WSC-ის ფარგლებში კურორტს 3000-მდე უცხოელი სტუმარი ეწვევა.
საქართველოში თხილამურებით სრიალი მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. საქართველოს სათხილამურო ფედერაცია დაარსდა თბილისში, 1991 წელს. იმავე წელს საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი ლილეჰამერის ზამთრის ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი დროშით. მას შემდეგ საქართველოს სათხილამურო ნაკრები განუწყვეტლივ ასპარეზობს ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

2018 წლის მაისში, საბერძნეთის კურორტ კოსტა ნავარინოში, სათხილამურო საერთაშორისო ფედერაციის 51-ე სათხილამურო კონგრესზე, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საქართველო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ WSC-ის მასპინძლობის უფლება 14 ქვეყანას შორის მოიპოვა. ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც ზამთრის კურორტები და სათხილამურო ინფრასტრუქტურა განვითარების ეტაპზეა, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა დიდი პატივია. 

ჩემპიონატი 2023 წელს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება.

ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი სატესტო ღონისძიებები უმასპინძლა და სათხილამურო საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო, შესაბამისად საქართველოს საორგანიზაციო კომიტეტმა თავდაჯერებულად დაიწყო მზადება ბაკურიანის ისტორიაში ყველაზე დიდი ღონისძიებისთვის.

საერთაშორისო არენაზე წარმატებულად გამოსვლა და WSC-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის დაუღალავი შრომისა და საორგანიზაციო კომიტეტის - საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და სამთო ტრასების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგი საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით.

საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ კოსტავამ წარმატება უსურვა მონაწილეებს. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ სპონსორს, ვინც შეუერთდა პარტნიორების რიგებს მსოფლიო ჩემპიონატისათვის და თქვა რომ აფასებს მათ მხარდაჭერას ზამთრის სპორტის პოპულარიზაციაში ჩვენს ქვეყანაში.

სპონსორის რიგებში შედის პოლარისიც. 

ზამთრის სპორტის ნამდვილ მოყვარულებს ჩემპიონატის პერიოდში პოლარისი გვთავაზობს ფასდაკლებას თოვლმავლებზე, რათა გამოსცადოთ ისეთი თავგადასავლები, გულს რომ გიჩქარებთ და სხეულს ადრენალინით გივსებთ.

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ: